„საქართველოში სტუმრობისას სახლში ყოფნის შეგრძნება დამეუფლა, ფანტასტიკური არქიტექტურა გაქვთ, აქ ხელოვნება, კრეატიულობა იგრძნობა“, - განაცხადა ამერიკელმა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა.
ის საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში 18 ნომებერს ეწვია. რამდენიმე საათის წინ კი, ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.
„საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვედი. თბილისის ქუჩები და საერთოდ, აქაურობა ძალიან ლამაზია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თითქმის ყველგან ვგრძნობდი, რომ სახლიდან შორს ვიყავი. აქ კი, გაღვიძებისთანავე ძალიან კარგი შეგრძნება დამეუფლა, ყველა ძალიან ახლობელი იყო“, - განაცხადა ლინჩმა.
შეგახსენებთ, რომ დევიდ ლინჩი ცნობილი ამერიკელი რეჟსორი, სცენარისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი, დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებული, ისეთი ნამუშევრების ავტორი, როგორიცაა „ტვინ პიქსი“, „მალჰოლანდ დრაივი“, „ლურჯი ხავერდი“ და ა.შ. საქართველოს ასევე ეწვევა დევიდ ლინჩის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბობ როთი.
დევიდ ლინჩის ფონდი (“davidlynchfoundation.org) 2005 წელს აშშ-ში თავად დევიდ ლინჩის მიერ დაარსდა. ძირითადი ფილიალები ამერიკის შეერეთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და უკრაინაში მუშაობს.
საქართველოში ვიზიტი დაკავშირებულია, დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს, თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზრებაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდის პრეზიდენტია ცნობილი რეჟსორი და მუსიკოსი, გიგა აგლაძე.
საქართველოში პირველი ვიზიტის დროს, სახელგანთქმული ამერიკელი რეჟისორი და მისი გუნდი გაეცნონ ქვეყნის კულტურას, ისტორიას და ტრადიციებს. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის პირველ პირებთან განიხილა თანამშრომლობის შესაძლებლობა კულტურის, განათლების და მეცნიერების დარგში. შეხვდა ქართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, მეცნიერებს და ომის ვეტერანებს. ასევე,წეროვანის ბაზაზე სარეაბილიტაციო ცენტრში მოინახულა დაჭრილი სამხედროები.
ამას გარდა, დღეს, კლუბ „ხიდში“ საჯარო ლექცია გაიმართება ტრანსცენდენტული მედიტაციისა და საზოგადოებისთვის მისი სოციალური როლის შესახებ.
დღესვე, კინოთეაატრ „ამირანში“ კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ დევიდ ლინჩის ფილმის ჩვენებას და შეხვდნენ რეჟისორს.