რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებმად სენატმა, აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პრეზიდენტ ტრამპის ერთგული მოკავშირე, პემ ბონდი დაამტკიცა.
ბონდი ასევე უხელმძღვანელებს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს.
ფლორიდის შტატის ყოფილ გენერალურ პროკურორს 54-მა სენატორმა, სხვათა შორის ერთმა დემოკრატმა, დაუჭირა მხარი, 46 კი წინააღმდეგ წავიდა.
საკომიტეტო მოსმენებისას, ბონდიმ პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს იუსტიციის დეპარტამენტის დამოუკიდებლობას.
ბონდი, რომელსაც მრავალწლიანი პროკურორობის გამოცდილება აქვს, დონალდ ტრამპის მხარეს წარმოადგენდა, როდესაც კონგრესში მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა. მან ასევე მხარი დაუჭრა ტრამპის პრეტენზიებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების თაობაზე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად თავდაპირველად მეტ გეცი წარადგინა. მოგვიანებით, გეცმა თავისი კანდიდატურა მოხსნა, რადგან მის მიმართ არსებობდა ბრალდებები არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გამოყენებისა და ქრთამის აღების შესახებ.