ათასობით ადამიანმა დატოვა საბერძნეთის კუნძული სანტორინი მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში ეგეოსის ზღვაში ასობით მიწისძვრა დაფიქსირდა.
ტექტონიკური აქტივობის გამო, სანტორინიზე და კიდევ რამდენიმე მიმდებარე კუნზულზე სკოლები დაიხურა. გარდა ამისა, აიკრძალა საჯარო ღონისძიებები და სამშენებლო სამუშაოები გარკვეულ რაიონებში.
როგორც იუწყებიან, გასული კვირის პარასკევიდან, ეგეოსის ზღვით გარშემორტყმული კუნძულები შეარყია ასობით მიწისძვრამ, რომელთა შორის ზოგიერთის სიმძლავრემ 5 მაგნიტუდა შეადგინა.
მედიის ცნობით, ბორანი ვეღარ აუდის კუნძულის დატოვების მსურველთა რაოდენობას და დაინიშნა დამატებითი კომერციული ფრენები.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრების ეპიცენტრი იყო ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სანტორინის ჩრდილოეთით.
ცენტრი აცხადებს, რომ მიწისძვრები შესაძლოა რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.