პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების 49 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები წარმომადგენლები არიან, ერთხმად დაუჭირა მხარი ოპოზიციონერთა უფლებამოსილების შეწყვეტას.
საკითხს, საბოლოოდ გადასაწყვეტად, კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უყარო.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ძლიერი საქართველო" - გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში წარადგინეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით. ისინი 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მის შედეგებს არ აღიარებენ.
საპარლამენტო არჩევნებს ასევე გაყალბებულად მიიჩნევს პარტია "საქართველოსთვის", თუმცა მის წევრებს პარლამენტისთვის არ მიუმართავთ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით.
ჯამში უფლებამოსილება შეუწყდა კოალიცია "ცვლილებებისთვის" 19 წარმომადგენელს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" 16 და კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის" 14 წევრს:
კოალიცია "ცვლილებისთვის"
ნანა მალაშხია, ნიკა მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი ქაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორისი ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფია გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"
თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე, სოფიო ჯაფარიძე, კობა ნაყოფია, გაიოზ ჯაფარიძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი წერეთელი, ირაკლი ხვადაგიანი, თამარ კორძაია, ირაკლი ფავლენიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ლევან ხაბეიშვილი, ლაშა ბაქრაძე, ანა წითლიძე;
კოალიცია "ძლიერი საქართველო"
მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთევან თურაზაშვილი, საბა ბუაძე, სალომე სამადაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, თამარ ლალიაშვილი, გრიგოლ გეგელია, ლევან სამუშია, ფიქრია ჩიხრაძე;