იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის დათვლილია თბილისის ყველა, 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. ხმათა უმრავლესობით, 51.06%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მონაცემების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება.