თარიღი    დრო

„თეგეტა მოტორსი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 19:03 10.20.2017 184

„თეგეტა მოტორსი“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ კომპანიის მისამართით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების შესახებ  სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანია „თეგეტა მოტორსს“ შორის. 

კომპანია „თეგეტა მოტორსს“ 2017 წელს მოგებული აქვს რამოდენიმე სახელმწიფო და უამრავი კერძო ტენდერი ყველა სატენდერო წესის დაცვით, სადაც არანაირ პირდაპირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ყველა სატენდერო განაცხადი გახლდათ საჯარო და მასში მონაწილეობას იღებდა ნებისმიერი დაინტერესებული კომპანია. ტენდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო სტუქტურებთან, ასევე კერძო ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, კომპანიაში დასაქმებულია 1500 მდე მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა პროფესიონალიზმი განაპირობებს კომპანიის წარმატებას და არა დამატებითი გარემო ფაქტორები“, აცხადებენ კომპანიაში.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:39 გრანდიოზული საახალწლო საჩუქარი ზედაზენისგან - RC COLA - ს და RC Q უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო

17:31 ონლიაინ საკრედიტო სტარტაპი ID Finance-ი მომავალ წელს 100 მლნ დოლარის მოკრებას გეგმავს

16:28 “ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას სთავაზობს

12:12 ხაშურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%