თარიღი    დრო

ვეტოს დაძლევის შემდეგ ისეთი კონსტიტუცია გვექნება, რომელიც მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 19:53 10.12.2017 369

ვეტოს დაძლევის შემდეგ ისეთი კონსტიტუცია გვექნება, რომელიც საქართველოში, მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძის განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობა უკვე გაიმართა.

"როგორც იცით, ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა დადებითად შეაფასა. ასევე, ცვლილებებს ხუთმა პოლიტიკურმა ფრაქციამ დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ვეტოს, პრეზინდენტთან კონსულტაციები გავმართეთ და ორი საკითხი, რაზეც თანხმობა იყო, სამწუხაროდ, ოპოზიციასთან ვერც პრეზიდენტმა შეათანხმა. მან ვეტოში ასახა საკითხები, რაზეც შევთანხმდით, თუმცა ასევე არის საკითხები, რასაც ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ აყენებს, რომ კონსენსუსი არ იყოს მიღწეული. ვეტოს დაძლევის შემდეგ ისეთი კონსტიტუცია გვექნება, რომელიც საქართველოში, მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ", - განაცხადა თალაკვაძემ.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%