თვითმმართველობის გაუქმების მკვეთრი მომხრე არ ვარ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა იმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რომ საზოგადოებას ნაკლებად ადარდება რამდენი საკრებულო იქნება ქალაქში, რამდენი თემში, რამდენი დეპუტატი ეყოლება. საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა, რომ ეფექტური იყოს მმართველობა.
"თვითმმართველობის გაუქმების მკვეთრი მომხრე არ ვარ. პარლამენტშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, ისევე როგორც მაშინ იყო. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ნაკლებად ადარდება რამდენი საკრებულო იქნება ქალაქში, რამდენი თემში, რამდენი დეპუტატი ეყოლება. საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა, რომ ეფექტური იყოს მმართველობა. სწორედ ამიტომ ვაყენებდი მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, სანამ რეალური თვითმმართველობა არ გვექნებოდა", - განაცხადა ხუნდაძემ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში".