23 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4144 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4217 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.73 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7155 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7084 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.71 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6770 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1322 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 მაისიდან შევა ძალაში.