თარიღი    დრო

გიორგი მარგველაშვილი - სამშობლოს საზღვრის დაცვა ის უწმინდესი საქმეა, საიდანაც იწყება ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლა

საქართველო, თბილისი - 15:36 03.21.2017 722

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მესაზღვრეებს პროფესიული დღე სადახლოდან მიულოცა, თავდადებული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ საზღვრის დაცვიდან იწყება სამშობლოს დაცვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზღვრის კონტროლის ელექტრონული სისტემა დაათვალიერა, ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს საზღვრის დაცვის უწყების დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და მესაზღვრეებს სიტყვთ მიმართა.
"თქვენთან ერთად მინდა მივესალმო ყველა მესაზღვრეს და მივულოცო პროფესიული დღე.
ძალიან მნიშვნელოვანია ის სამსახური, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ. ჩვენი სამშობლოს საზღვრის დაცვა ის უწმინდესი საქმეა, საიდანაც იწყება სამშობლოს დაცვა, საიდანაც იწყება ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლა.
შენი ქვეყნის საზღვარი არის როგორც შენი სახლის, როგორც შენი ოჯახის კედელი, რომლის გადმოლახვის უფლებაც არავის არ უნდა ჰქონდეს, რომლის მტრული მიზნებით გადმოლახვისთვისაც ყველა სასტიკად უნდა დაისაჯოს.
მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა ვუთხრა იმ მძიმე და რთული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ.
მე აქ ვიყავი ორი წლის წინ და დღეს მიხარია იმ ახალი ტექნოლოგიების ნახვა, რომლითაც კონკრეტულად საზღვრის ეს მონაკვეთია აღჭურვილი.
დღეს ქართველი მესაზღვრეები იმ გმირული შრომის პარალელურად, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უძღვნიან, ასევე ავითარებენ საზღვრის კონტროლის ახალ ტექნოლოგიებს.
ეს საზღვარი, რომელიც სწორედ ამ ახალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ეს არის მოდელი იმისა, როგორ იქნება დაცული საქართველოს საზღვრის ყოველი მეტრი.
მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან, ასევე ჩვენი სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნებიდან, რომლებიც გვეხმარებიან ამ მიმართულებით.

და ყველაზე მეტი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ადამიანებს, ვინც სამშობლოს დაცვას და სამშობლოს საზღვრის დაცვას თავის ენერგიას, თავის ძალისხმევას ახმარს ყოველდღე.
მადლობა სამსახურისთვის ჩემგან პირადად და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან, მისი მშვიდი ძილიც, მისი მოღვაწეობაც დამოკიდებულია თქვენს ფხიზელ მზერაზე. დიდი მადლობა და გილოცავთ კიდევ ერთხელ'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 73%
შემცირდა 22.9%
არ შეცვლილა 4.1%