პრემიების საკითხი ყოველთვის წუხილის საგანი იყო. ასეთი რამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნამდვილად უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს.
მისივე თქმით, მთავრობაში პრემიები საერთოდ უნდა აიკრძალოს.
“თავის დროზე პარლამენტში იყო ასეთი პრაქტიკა და დეპუტატებიც იღებდნენ პრემიებს. ჩვენ ეს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულეთ. აუცილებელია, მთავრობაში იყოს ძალიან მკაცრი მიდგომა. ის, რომ პრემიები საერთოდ აიკრძალოს, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ცხადია, მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს. მე მგონი ასეთი პრაქტიკა დავასრულეთ. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 2013 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრებზე პრემიების გაცემა აღარ ხორციელდებოდა. მონიტორინგი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საჭიროა”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.