უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორე მსოფლიო ომში გერმანიაზე გამარჯვების აღნიშვნის დროს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.
„რუსეთს მშვიდობა თუ მართლა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, რატომ უნდა ველოდოთ 8 მაისამდე?” - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ.
მისი თქმით, ეს იქნება რეალური ნაბიჯი და არა უბრალოდ ჟესტი აღლუმისთვის.
„თუ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია უკვე ახლა და სიჩუმის შენარჩუნება ნებისმიერი 30 დღის განმავლობაში – ეს იქნება რეალური ნაბიჯი და არა უბრალოდ ჟესტი აღლუმისთვის“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს ცეცხლის ხანგრძლივ, მდგრად და სრულ შეწყვეტას.
„ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ ამას – მინიმუმ, 30 დღის განმავლობაში“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.