თარიღი    დრო

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველო, თბილისი - 14:03 10.30.2016 872

2016 წლის 30 ოქტომბერს, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. იგი გლდანის მე-20 მაჟორიტარული ოლქის (20.10.32) 32-ე საარჩევნო უბანზე შვილთან, ნიკოლოზ ხადურთან ერთად მივიდა.

ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობას მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტური  კიდევ ერთი ნაბიჯია დემოკრატიისკენ.

„ასეთი მასშტაბით, მეორე ტური საქართველოს ისტორიაში არ ჩატარებულა, როგორც იცით, პრაქტიკულად, მთელ საქართველოში დღეს არჩევნების მეორე ტურია. მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ ძალიან დიდი ლეგიტიმაცია - ისინი ამომრჩევლის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებენ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაჟორიტარი კანდიდატები და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში იქნება ძალიან დიდ უმრავლესობაში, სრულად გაამართლებს ამ ნდობას და საქართველო ოთხი წლის მერე იქნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, ამიტომ მინდა ვთხოვო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და კიდევ ერთხელ გამოიჩინონ ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელიც მათი აზრით, უკეთეს, სწრაფადგანვითარებად, დემოკრატიულ, ჰუმანურ და ჰარმონიულ საქართველოს ჰპირდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

30 ოქტომბერს, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების 32 ოლქში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%