თარიღი    დრო

ჭადრაკის სასახლე "მაია ჩიბურდანიძის თასი-2010"-ს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 15:24 05.28.2010 1222


ჭადრაკის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი - "მაია ჩიბურდანიძის თასი-2010" მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს, სლოვენიის, აზერბაიჯანის და სომხეთის 57 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება და ნანა ძაგნიძის და მაია ლომინეიშვილის გარდა ყველა წამყვანი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს.

შეჯიბრს მე-3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით სამი მონაწილე ლიდერობს.

ორი ლიდერი ანა მუზიჩუკი და მერი არაბიძე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თეთრი ფიგურებით სლოვენიელი მოჭადრაკე ითამაშებს. სოფო გურამიშვილი ასევე თეთრი ფერით ნინო ბაციაშვილს ეთამაშება. ექვს მოჭადრაკეს 2,5 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეცხრე ადგილებს იყოფენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%