თარიღი    დრო

ექსტრემალი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა და გადარჩა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:46 07.31.2016 1499

აშშ-ში ცნობილი ექსტრემალი ლიუკ ენკინსი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა და გადარჩა.

42 წლის ენკინსი 7,5 კმ სიმაღლიოდან გადმოხტა და 30X30 მეტრზე გაშლილ ბადეზე დაეშვა. ენკინსის ნახტომის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში Fox News-მა უზრუნველყო.

ადგილზე მრავალრიცხოვან გულშემატკივრებთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ერთადერთი, ენკინსის დედამ უარი განაცხადა დასწრებოდა სანახაობას.

ენკინსთან ერთად თვითმფრინავიდან სამი პარაშუტისტი გადმოხტა, რომლებმაც გარკვეულ ეტაპამდე ექსტრემალთან ერთად პარაშუტის გარეშე იფრინეს.

ენკინსი მესამე თაობის პარაშუტისტია და მას 18 ათასზე მეტი ნახტომი აქვს შესრულებული.






dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.6%
არ შეცვლილა 3.1%