თარიღი    დრო

ახალი სუპერპოპულარული თამაში Pokémon Go

საქართველო, თბილისი - 19:43 07.14.2016 3212

თუ ინტერნეტის მომხმარებელი ხართ, ალბათ შენიშნავდით, რომ თამაშმა სახელწოდებით Pokémon Go, უცბად წალეკა სივრცე. თუმცა, შესაძლოა დაახლოებით ხვდებოდეთ რაც ხდება, თუ 1984 წლამდე ხართ დაბადებული.

Pokémon-ი იაპონური კორპორაცია Nintendo-ს ფრენჩაიზაა, რომელიც 1990-იან წლებში გაეშვა. მის სამყაროში, „ინსტრუქტორები“ მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, რათა დაიჭირონ სხვადასხვა სახის მონსტრები, რომელთაც Pokémon-ი ჰქვიათ — ვირთხები, დრაკონები, ხმლიანი არსებები და ზოგიერთ შემთხვევაში, მოთამაშეებმა ისინი ერთმანეთს უნდა აბრძოლოს. ინსტრუქტორების მიზანია დაიჭიროს ყველა მათგანი და და სხვა პრესტიჟული ინსტრუქტორების დამარცხების შედეგად, გახდეს პოკემონ-მასტერი. 

რაც შეეხება Pokémon Go-ს, რას წარმოადგენს ეს თამაში? Pokémon-ის წინა თამაშებისგან განსხვავებით, იგი Nintendo-ს სათამაშო კონსოლებისთვის არაა განკუთვნილი. მისი ჩამოტვირთვა უფასოდაა შესაძლებელი Android-სა და iOS-ზე მომუშავე მოწყობილობებზე. განსხვავებულია თამაშის წესებიც: მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშის მიზანი ახლაც პოკემონის დაჭერაა, Pokémon Go დამატებითი რეალობის (augmented reality) თამაშია, სადაც ერთმანეთსაა შერწყმული თამაში და რეალური ცხოვრების ელემენტები.

Pokémon Go იყენებს თქვენი ტელეფონის  GPS-სა და საათს, რათა გადაწყვიტოს თუ რომელი პოკემონი გამოჩნდეს თამაშში. თუ პარკში ხართ, გამოჩნდებიან ბაღლინჯოს ტიპის არსებები, ხოლო თუ ტბასთან იმყოფებით, უფრო წყლის არსებები. მაგრამ თუ ღამეა, ღამის მოჩვენებებსა და ჯადოქრებს იხილავთ. მათთან მისული პოკემონების დასაჭერად, მოთამაშეებს რეალური სამყაროს გადაკვეთა სჭირდებათ.

Pokémon Go-ს ასევე აქვს ე. წ. სპორტული დარბაზები, სადაც თქვენ შეგიძლიათ ებრძოლოთ დარბაზის ლიდერებს, ასევე გააჩნია ე. წ. PokéStops-ები — რეალური სამყაროს ადგილები, რომელბიც მოთამაშეთა შეხვედრის ერთგვარი კვანძებია (მსგავს ადგილებზე პოკემონის მისატყუებლად, თქვენ შეგიძლიათ ნამდვილი ფულით იყოდოთ საჭირო ხერხები; სწორედ ამ გზით შოულობს ფულს თამაშის დეველოპერი Niantic-ი). 

რატომ გამოიწვია თამაშმა ასეთი დიდი ინტერესი? პირველ რიგში, იგი ახალი და საინტერესოა. ამავე დროს, ის უფასოა და ყველასათვის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, თამაში ნოსტალგიას აღვიძებს მათში, ვინც 90-იან წლებში Pokémon-ს თამაშობდა. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Pokémon Go დამატებითი რეალობის პირველი დიდი თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამოსულია მსგავსი თამაშები, მაგალითად Ingress და Life Is Crime, მათ პოკემონის მსგავს წარმატებას ვერ მიაღწიეს. Pokémon Go-ს წარმატება მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალში მსგავსი თამაშები კიდევ უფრო დაიპყრობს მომხმარებელთა გულებს.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%