თარიღი    დრო

სერგეი მარკოვი: აზერბაიჯანის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ლოგიკური და სამართლიანია

საქართველო, თბილისი - 13:34 04.05.2016 9727

აზერბაიჯანის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რომელიც ითხოვს, რომ სიტუაცია იქნას კორექტირებული, მით უფრო, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს გაეროს რეზოლუცია, ლოგიკური და სამართლიანია. ამის შესახებ Trend-ს რუსეთის პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილმა პირმა, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა, პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა განუცხადა.

„სტატუს-კვო აფიქსირებს ძალთა იმ განლაგებას, რომელიც იყო 20 წლის წინ, როდესაც სომხეთი იყო უფრო ძლიერი. მაგრამ მას შემდეგ ძალთა თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამიტომაც, აზერბაიჯანის პოზიცია, რომელიც მოითხოვს სიტუაციის კორექტირებას, მით უფრო, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს გაეროს რეზოლუცია, ლოგიკური და სამართლიანია“, - განაცხადა მარკოვმა.

მარკოვი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნიკალურ მდგომარეობაშია სხვა ლოკალურ კონფლიქტებთან შედარებით.

„პირველი - გამყოფ ხაზზე არ არიან მშვიდობისმყოფელები, ამიტომაც აფეთქება შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ წამს. მეორე- - ჩვენ ვხედავთ კონფლიქტთან დაკავშირებულ გაყინულ მოლაპარაკებებს. პასუხიმგებლობა ამაზე პირველ რიგში ეკისრება ეუთოს მინისკის ჯგუფს. იქ არის უნიკალური ვითარება, როდესაც მინისკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა სამი ქვეყანა, სადაც სომხური დიასპორა არის ყველაზე ძლიერი მსოფლიოში - აშშ, რუსეთი და საფრანგეთი. რა თქმა უნდა ეს ქვეყნები არ ისწრაფვიან მოლაპარაკებებისკენ“, - განაცხადა მარკოვმა.

პოლიტიოლოგი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარება აიძულებს მინისკის ჯგუფს „გაალღოს“ მოლაპარაკებების პროცესი.

მარკოვი მიიჩნევს, რომ  აზერბაიჯანს რუსეთის იმედი უნდა ჰქონდეს, რადგანაც, რუსეთში არა მხოლოს სომხური, აზერბაიჯანული დიასპორაც საკმაოდ ძლიერია.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.6%
არ შეცვლილა 3.1%