დღეს, 11 მარტს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთიდან დაბრუნდება.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის დედაქალაქში მან მოლაპარაკება გამართა საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში 9 მარტს გაემგზავრა.