კოალიცია "ალიანსი საქართველოსთვის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა: ახალგაზრდა რესპუბლიკელები, მემარჯვენეები და თავისუფალი დემოკრატები საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ მშვიდობიანი აქციას ჩაატარეს. აქციის ორგანიზატორებისა და აქტივისტების მთავარი განაცხადი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს გზავნილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟუაო სუარესის მისამართით გაკეთდა, რადგან მაისის არჩევნებს სწორედ ეუთოს წარმომადგენლები დააკვირდებიან.