"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ოფისში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დღეს "პრაიმ ტაიმის" პრეს-კუბში, 14:00 საათზე თარგამაძე გრიგოლიასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
ამ დროისთვის კი უკვე ცნობილია, რომ 30 მაისის საკრებულოს არჩევნებში "ქრისტიან-დემოკრატების" სიის პირველი ნომერი სწორედ გრიგოლია იქნება.
აღნიშნული ინფორმაცია ინგა გრიგოლიამ უკვე დადასტურ და აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.