თვითმართველობის არჩევნებში ინგა გრიგოლია "ქრისტიან-დემოკრატების" სიის პირველი ნომერი იქნება.
მისი ინფორმაციით, ჟურნალისტმა დიდუბე-ჩუღურეთის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებაზე უარი თქვა, თუმცა 30 მაისს "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო სიაში პირველ ადგილს დაიკავებს.
რამდენიმე დღის წინ "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ გრიგოლიასთან მოლაპარაკები დასასრულ ეტაპზეა და მისი პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თვითმართველობის და დედაქალაქის მერის არჩევნები 30 მაისს გაიმართება.