პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის შეფასებით, კრემლზე ზეწოლის მთავარ ბერკეტად საერთაშორისო ორგანიზაციები რჩება. ამის შესახებ მინაშვილმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ცხინვალში ერთიანი სამხედრო ბაზის მშენებლობის დაწყებას ეხება.
~რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევას განაგრძობს. ცხინვალში სამხედრო ბაზის მშენებლობა მედვედევ-სარკოზის 12 აგვისტოს შეთანხმებას ეწინააღმდეგება, თუმცა როგორც ჩანს, ოკუპანტებს ეს ხელს არაფერში არ უშლით. ასეთ შემთხვევაში კი, მოსკოვზე ზეწოლის მთავარ ბერკეტად საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა რჩება, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს~, - აღნიშნა მინაშვილმა.
მედვედევის გადაწვეტილებით, ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან უახლოეს მომავლში ხელშეკრულება გაფორმდება, რომლიც ცხინვალში რუს ოკუპანტთა და ოს სეპარატისტთა ერთობლივი სამხედრო ბაზის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.