დღეს, 10 მარტს, 13:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ (ჩიტაძის 4) პოლიტიკური კოალიცია "ალიანსი საქართველოსთვის", ახალგაზრდული ორგანიზაციები: ახალგაზრდა რესპუბლიკელები, მემარჯვენეები და თავისუფალი - დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, გამართავენ მშვიდობიან აქციას. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
აქციის მიზანია, საქართველოში მყოფ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჟოაო სუარესს გაუგზავნონ მნიშნელოვანი გზავნილი, მომავალ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
აქციის მთავარი გზავნიალია - "ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს 2010 წელს".
ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული გზავნილის გაკეთება მნიშვნელოვანია ეუთოს პრეზიდენტისთვის რადგან სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას და დაწერს დასკვნას მისი დემოკრატიულობის შესახებ.