დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა დაადასტურა, რომ ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში არსებულ სამხედრო ბაზაზე "კემპ-ბასტიონზე" 80 - 90 ავღანელია დაპატიმრებული, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში და ბოევიკებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
რამდენიმე ხნით ადრე, ადვოკატებმა გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ბაზაზე ავღანეთის მოქალაქეები უკანონოდ არიან დაკავებულნი და ქაბულს ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ აქვს.
დამცველები გუანტანამოს ციხესთან ავლებენ პარალელს და ლონდონის უზენაეს სასამართლოს დაპატიმრებულების გათავისუფლებას სთხოვენ.
ბრიტანეთის ჯარს "საეჭვო" პირების დაკავების უფლება 96 საათის განმავლობაში აქვთ, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში უფრო ხანგრძლივი ვადითაც შეიძლება მათი დაკავება.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ზოგ დოკუმენტებში არის მტკიცება იმის შესახებ, რომ პატიმართა ნაწილი "კემპ-ბასტიონში" უკვე 14 თვეა პატიმრობაში იმყოფება. ფილიპ ჰემონდის განცხადებით, დაპატიმრებულების გათავისუფლება ავღანეთში ბრიტანეთის ჯარებისთვის დიდ რისკს შექმნის.