საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მათ აქვთ ორკვირიანი ვადა იმისათვის რომ გათვალისწინებულ იქნას ადვოკატების პროტესტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„ჩემი ღრმა პატივისცემა მინდა დავაფიქსირო იმ ადვოკატების მისამართით, რომლებიც რამდენიმე დღეა აპროტესტებენ მიღებულ კანონპროექტს. ჩვენ აუციებლად განვიხილავთ ადვოკატების შენიშვნას და მოხდება მათზე რეაგირება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო ადვოკატების თხოვნით დაადო. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით მათ ჩხრეკისა და ამოღების უფლება აღარ აქვთ.