საპარლამენტო უმრავლესობის და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის დახურული სხდომა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, მათ პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩვეული სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ. ასევე ისაუბრეს ამ კვირაში მისაღებ და მიღებულ კანონპროექტებზე.
„გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ შრომის კოდექსზე, პრეზიდენტის ვეტოზე და ასევე ყველა იმ საკითხზე რომელიც მიმდინარე კვირაშია აქტუალური", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.