საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი   ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჟან-კლოდ მინიონს   შეხვდა
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ჟან-კლოდ მინიონთან პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა. 
პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამუშაო ლანჩზე მიიწვია.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო, როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე სამომავლო გეგმებს.