ამერიკის შეერთებულ შტატებში სატვირო მატარებელი, რომელსაც ქიმიკატები გადაჰქონდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. სატრანსპორტო შემთხვევა მერილენდის შტატში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, შეჯახებას მძლავრი აფეთქება მოჰყვა.
მატარებლის რელსებიდან გადასვლის შემდეგ ტრანსპორტში გაჩნდა ხანძარი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, რადგან ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე მსხვილი სარკინიგზო კატასტროფაა, რომელიც შეერთებულ შტატებში მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სერიოზული დაზიანებებით, ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები