სირიის ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა მოაზ ჰატიბი, რომელიც სირიის ეროვნულ კოალიციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით, ბაშარ ასადმა ქვეყანა უნდა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
მოაზ ჰაბიტის განცხადებით, აუცილებელია, ბაშარ ასადსა და მისი ოჯახის წევრებს ქვეყნიდან შეუფერხებლად გასვლის საშუალება მიეცეს, თუ მოქმედი პრეზიდენტი დათანხმდება ხელისუფლების გადაბარებას ვიცე-პრეზიდენტისთვის ან პრემიერ-მინისტრისთვის.
სირიის ოპოზიციური ძალების შეთავაზების განსახილველად მოაზ ჰატიბი ასადს 20-დღიან ვადას აძლევს. ამ დრომდე სირიის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნებაყოფლობით არ დატოვებს პოსტს. მისივე თქმით, მისი წასვლა არ გამოასწორებს სიტუაციას, პირიქით ქვეყანას კიდევ უკრო მეტ კონფლიქტში ჩაითრევს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, დაიღუპა 80 ათასამდე ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები