ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა, დაიღუპა 6 ადამიანი.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეგუბოვის განცხადებით, დაშავებულთა შორის 35 ადამიანს აფეთქებით გამოწვეული დაზიანებები აქვს.
„დღეს რუსეთის დაბომბვის შედეგად 59 ადამიანი დაშავდა. 35-მა ადამიანმა აფეთქებით გამოწვეული დაზიანებები მიიღო, დანარჩენებს კი აღენიშნებათ ჭრილობები, მათ შორის ჭრილობები მინის ნამსხვრევებით, დაჟეჟილობები და მწვავე სტრესული რეაქციები“, - განაცხადა სინეგუბოვმა.
საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, დაშავებულთა შორის სამი ბავშვია.