სკოტლანდ იარდმა ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვულიჩში მომხდარ მკვლელობაში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
ინგლისელი სამხედროს ლი რიგბის მკლელობისათვის 29 წლის მამაკაცი და ქალი არიან დაკავებულნი.
გამოძიები ფარგლებში პოლიცია ექვს მისამართს ამოწმებს.
სამეფო პოლკის მეორე ბატალიონის ჯარისკაცის ლი რიგბის მკველობისთვის პოლიციამ უკვე დააკავა ორი პირი, რომელნიც ისლამის მიმდევრები არიან.
ერთ-ერთმა ეჭვმიტალმა, 28 წლის მაიკლ ადებოლაჯიმ ახლახანს მიიღო ისლამის რწმენა.
თვითმხილველთა განცხადებით, ორი ადამიანი, რომლებიც დანებით იყვნენ შეიარაღებულნი შეძახილებით "ალაჰ აქბარ" თავს დაესხმენ ქუჩაში მიმავალ ჯარსკაცს.
თავდამსხმელებს არ უცდიათ მიმალვა და ისინი ფოტო და ვიდეოკამერების წინ პოზიორობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ესაა შურისძიება რადგან ბრიტანელი ჯარსიკაცები ყოველდღე ხოცავენ მუსულმანებს.
ლონდონის პოლიცია შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან 9 წუთში მივიდა. რის შემდგომაც მოხდა ინცინდენტი თავდამსხმელებსა და სამართალდამცავებს შორის. ორივე თავდამსხმელი დაჭრილია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამრონმა მომხდარი ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბრიტანეთი "არასოდეს დაიხევს უკან ტერორისა და ტერორიზმის საფრთხის წინაშე".
მან ასვე აღნიშნა, რომ ისლამი ადამიანებზე თავდასხმას და ძალადობას არ ქადაგებს და მომხდარზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ.