ჩეხეთის პოლიცია ამერიკის მოქალაქეს ეძებს, რომელიც ქალაქ ბრნოში ოთხი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. პოლიციის ინფორმაციით ეჭვმიტანილი კალიფორნიის შტატის მცხოვრებია, რომელიც შეიარაღებულია და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ძალზე საშიშია.
გავრცელებული ინფრმაციით გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა, მამა და ორი შვილი. სამართალდამცავები ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებსაც ავტოფარეხთან გაჩენილი ცეცხლი საეჭვოდ მოეჩვენათ.
სამართალდამცავებისთვის ბოროტმოქმედის ვინაობა ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით არ გახმაურებულა. თუნცა გავრცელებული ინფორმაციით ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ჩეხეთში ინგლისურს ასწავლიდა. ამ დრომდე მიმდინარეობს ბოროტმოქმედის დაკავების ოპერაცია.