ჟურნალი "Spiegel" იუწყება, რომ გერმანიის დაზვერვამ "Bundesnachrichtendienst (BND)" ფუნდამენტალურად შეცვალა თავისი თვალსაზრისი იმაზე, რაც სირიაში ხდება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ცვლილებების შესახებ, საიდუმლო შეხვედრაზე ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსების ინფორმირება BND-ის ხელმძღვანელმა გერხარდ შინდლერმა მოახდინა. ადრე შინდლერს საჯაროდ რამდენჯერმე გაუკეთებია იმის განცხადება, რომ ასადის რეჟიმის კოლაფსს 2013 წლის დასაწყისისათვს ელოდება.
იმ მომენტისათვის, როდესაც ამგვარი განცხადებები კეთდებოდა, გერმანელი ანალიტიკოსები ეყრდნობოდნენ იმას, რომ სირიის არმია ცუდად იყო აღჭურვილი საბრძოლო მასალით და დეზერტირობის მზარდი ტენდენცია შეინიშნებოდა.
მაგრამ მას შემდეგ დრამატული ცვლილებები მოხდა. პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე შინდლერმა რუკები და გრაფიკული გამოსახულებები გამოიყენა, რომლებიც იმ ფაქტის დემონსტრირებას ახდენენ, რომ ასადმა მომარაგების ფინანსური გზების დალაგება შეძლო. ყველაზე მთავარი - რეჟიმი ახერხებს ახლა და იღებს საკმარისი რაოდენობის საწვავს ტანკებისათვის და ავიაციისათვის.
ამას გარდა, მიუხედავად ასადის წარმატებებისა, BND ასევე მიიჩნევს, რომ მას არცთუ ისე ბევრი შანსი აქვს ამ ომში გამარჯვებისა, თუმცა მისი მდგომარეობა შესაძლოა არსებითად შეიცვალოს.
ბოლო დღეების მოვლენები ზედაპირზეა და ადასტურებს შინდლერის შეფასებებს. ასადის არმია და "ჰეზბოლა" უკვე რამდენიმე დღეა ქალაქ ალ-კასირისათვის იბრძვის.
BND-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ "ყოველი ახალი ბრძოლა სულ უფრო და უფრო ასუსტებს მეამბოხეებს" და რომ შესაძლოა 2013 წლის ბოლოსათვის ასადმა სირიის მთელს სამხრეთზე თავისი კონტროლი დაამყაროს.