პაკისტანის სახმრეთ-დასავლეთით აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა შორის 11 სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელია.
აფეთქების ეპიცენტრი პროვინცია ბალუჩისტანის დედაქალაქ ქუეტას გარეუბანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით ტერაქტი დანაღმულმა ავტომანქანის აფეთქებით განხორციელდა. ავტომანქანაში 100 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული. დანაღმული მანქანა სამართალდამცავ ორგანოებს ეკუთვნოდა.
აფეთქების ადგილას მიმდინარეობს მოკვლევა. ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.