ნიგერიაში თვითმკვლელი ტერაქტების სამიზნე აგადაში სამხედრო ბაზა გახდა. ორი ტერაქტის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ზუსტი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება ნიგერიის არმიისა და არლიტში ურანის საბადოს თანამშრომლების წინააღმდეგაც იყო მიმართული, სადაც საფრანგეთის მოქალაქეები მუშაობდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საფრანგეთის დიპლომატიური უწყების პრესმდივანმა მომხდარზე მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ მიმდინარეობს მოკვლევა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ჩაიდინა დანაშაული, ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.