შვედეთის ქალაქ მალმეში საერთაშორისო სიმღერის კონკურსის "ევროვიზია - 2013-ს" პირველი ნახევრფინალი გაიმართა. კონკურსში მონაწილე 16 ქვეყნიდან ფინალში: მოლდოვა, ლიტვა, ირლანდია, ესტონეთი, ბელორუსი, დანია, რუსეთი, ბელგია, უკრიანა და ნიდერლანების წარმომადგენლები გადავიდნენ.
2013 წლის ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლები მე-15 ნომრად იმღერებენ. სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი სიმღერით "Waterfall" ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს გამოვლენ.
ევროვიზიის სიმღერის წესის თანახმად, ფინალში მასპინძელი ქვეყნის- შვედეთის და "დიდი ხუთეულის" გერმანიის, დიდიი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, წარმომადგფენლები ავტომატურად გადავლენ. რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალს შევედეთის ქალაქი მალმე მასპინძლობს.