,,ახალი მთავრობა სიტყვითაც და საქმითაც ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულებას გამოხატავს ", -განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ რადიო "თავისუფლების" ევროპის ბიუროსთვის მიცემულ ინტრვიუში და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უწერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
,,ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელბით სიტყვითაც და საქმითაც გამოხატავს საკუთარ ინტერესს, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირამდე და ნატომდე მიიყვანს. ევროპული მისწრაფება არ შეცვლილა არცერთ გამონათქვამში და ახალი ხელისუფლების მხრიდანაც გვესმის ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულების სიტყვები, არც საქმის მხრივ არის დიდი ცვლილება. ასე რომ, ჩვენი მოლაპარაკებები ასოცირებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ეკონომიკურ ინტეგრაციასაც მოიცავს, საკმაოდ კარგად ვითარდება", -განაცხადა ფულემ.
მასალის გამოყენების პირობები