თბილისი.25.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". რიგი საფეხბურთო და არასაფეხბურთო ორგანიზაციები გეგმავენ და ატარებენ სხვადასხვა სახის საფეხბურთო ტურნირებს რეგლამენტის გარეშე. აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გენერალური სამდივნო.
სამდივნოს ინფორმაციით, ეს შეჯიბრებები არ შეესაბამება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფს მოზარდი თაობის საფეხბურთო ოსტატობის ამაღლებას, უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რიგ შემთხვევაში კი ტრაგიკული შედეგითაც მთავრდება.
სფფ კატეგორიულად მოითხოვს საფეხბურთო კავშირების, საფეხბურთო სკოლებისა და კლუბებისაგან, არ დაუშვან სფფ-სთან შეთანხმებული რეგლამენტის გარეშე საფეხბურთო ტურნირების ჩატარება და მათში მონაწილეობა.