სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გახდება სლოვაკეთის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვევა რუსეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
მედიის ცნობით, მომავალ წელს ის მოსკოვში გაემგზავრება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების ოფიციალურ დღესასწაულებზე, რომელიც რუსთში 9 მაისს აღინიშნება.
ფიცომ ოთხშაბათს სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად მიიწვია სტუმრად და რომ მან "სიამოვნებით მიიღო" მიწვევა.
ფიცო იქნება სლოვაკეთის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით კრემლს ეწვევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
მოსკოვში სხვა დასავლელი ლიდერები არ მიემგზავრებიან.
მანამდე, ფიცომ ხაზი გაუსვა წითელი არმიის და საბჭოთა კავშირის როლს ფაშიზმის დამარცხებაში და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.
მისი თქმით, სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეები „მოწიწებით და პატივისცემით იხსენებენ ყველა იუბილესა და მოვლენას, რომელიც დაკავშირებულია 1944-1945 წლებში წითელი არმიის მიერ ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებასთან“.