“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობის” ლიდერთან, გიორგი ჩალაძესთან ერთად შეხვედრებს ევროპარლამენტში აგრძელებს.
“ნაციონალური მოძრაობის“ პესსამსახურის ცნობთ, პარტიის ლიდერები მანფრედ ვებერს, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს შეხვდნენ, რომელიც მომხსენებელია საქართველოზე ევროპარლამენტში.
“ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან, მათ შორის შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს, საქართველოს მომხსენებელს ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიანეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა და მათი მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით აისახოს რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ხვალ მიიღებს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ