რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს.
გუშინ მან განაცხადა ამ რაკეტის გამოცდის შესახებ და მას საშუალო მანძილის ჰიპერბგერითი რაკეტა უწოდა.
„გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, გილოცავთ. როგორც უკვე ითქვა, ჩვენ გავაგრძელებთ გამოცდას, მათ შორის საბრძოლო პირობებში, სიტუაციიდან და რუსეთისთვის შექმნილი უსაფრთხოების საფრთხეების ბუნებიდან გამომდინარე.
უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს ასეთი ასეთი სისტემების მარაგი მზად მათი გამოყენებისთვის“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.
პუტინმა აღნიშა, რომ რუსეთი რაკეტა „ორეშნიკის“ სერიულ წარმოებას დაიწყებს და ის არმიის შეიარაღებაში იქნება წარმოდგენილი.
ცნობისთვის, 21 ნოემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნიპროპეტროვსკზე დარტყმა მიიტანა ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით.
პუტინის თქმით, რაკეტა რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.
მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, გამოიყენეს ამერიკული და ბრიტანული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთი ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის. უკრაინელთა სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში.