გაერო ირანს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გააკეთა. მისი თქმით გაერო ირანს აუცილებლობის შემთხვევაში სრულად დაეხმარება.
„ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ირანს შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ" განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირანში, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან მომხდარ მიწისძვრას 37 ადამიანი შეეწირა. მიწისძვრის ეპიცენტრში 6,3 სიმძლავრის მაგნიტუდა დაფიქსირდა. სრულად დაინგრა 12 სოფელი.