კიევში რუსულმა რეაქტიულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ჩრდილოეთ ხიდზე იერიში მიიტანა, რომელიც მდინარე დნიპროს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს. იუწყება უკრაინული მედია.
დარტყმა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოისინფორმაციით, ხიდზე დაზიანდა გზის საფარი და ტროლეიბუსის ხაზი.
„ჩრდილოეთის ხიდზე დაზიანებულია გზის საფარი და ტროლეიბუსის ხაზი. მოძრაობა ხიდზე მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ჯერჯერობით გადაკეტილია“, - განაცხადა კლიჩკომ.
1-ელ და 2 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა კიევში სამხრეთ ხიდი რეაქტიული დრონებით მიზანმიმართულად რამდენჯერმე დაბომბეს. ბოლო 1,5 დღის განმავლობაში ხიდს მტრის უპილოტო საფრენი აპარატები სულ მცირე ხუთჯერ დაესხნენ თავს.
1-ელ ოქტომბერს ერთ-ერთი თავდასხმის დროს დრონი ხიდის საყრდენთან აფეთქდა, მაშინ როდესაც ხიდზე მეტროს მატარებელი მოძრაობდა.
თავდასხმების შემდეგ სამხრეთ ხიდზე მოძრაობა სრულად შეწყდა როგორც ავტომობილებისთვის, ისე მეტროპოლიტენისთვის. მეტროს მოძრაობის აღდგენა ხიდის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასრულებამდე არ იგეგმება.