ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი კიევზე რუსეთის იერიშებს გამოეხმაურა და მოსკოვის მოქმედებები დაგმო.
ვალტონენმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„ეს არის სრულმასშტაბიანი ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის სიცოცხლისა და მომავლის წინააღმდეგ. ის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ვალტონენმა.
მისივე თქმით, ფინეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და „სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობით“ ეხმარება, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
„გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა კიევში იერიში მიიტანა სკოლებზე, საავადმყოფოებზე, საცხოვრებელ შენობებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე.
ეს არის სრულმასშტაბიანი ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის სიცოცხლისა და მომავლის წინააღმდეგ. ის უნდა დასრულდეს.
ფინეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სიცოცხლის გადამრჩენი საშუალებებით ეხმარება.
რუსეთის აგრესიული ომი საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების, უხეში დარღვევაა,“ - წერს ელინა ვალტონენი