დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი, 10 და 11 აპრილს ლონდონში „დიდი რვიანის" საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს.
მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, „დიდი რვიანის" მინისტრები შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, მათ შორის სირიასა და ირანში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.
ასევე დაგეგმილია, ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში არსებული უსაფრთხოებისა და სტაბილური ვითარების შეფასება.