აშშ-ში ტეხასის შტატის ერთ-ერთ კოლეჯში, 22 წლის ახალგაზრდამ 14 სტუდენტი დაჭრა. მათგან უმრავლესობა საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა დანით იყო შეიარაღებული და შენობაში მყოფ ყველა ადამიანზე თავდასხმას ცდილობდა. სამართალდამცავებმა დამნაშავე ადგილზე დააკავეს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მამაკაცის ზუსტი ვინაობა ჯერ-ჯერობით არ ვცელდება.