ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის საიდუმლო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით The Foreign Policy ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით მარტში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე ამერიკას კლიფორდ ჰარტი, ხოლო ჩრდილოეთ კორეას გაეროში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ჰან სონ რიოლი წარმოადგენდნენ. თუმცა შეხვედრის მიუხედავად მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
შეხვედრა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში წარიმართა.