ირანის სამხრეთ დასავლეთში ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, სრულადაა დანგრეული 12 სოფელი. დაღუპულია 37 ადამიანი, 850-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიღო. მიწისძვრის შემდეგ 80-მდე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. 
ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგური არ დაზიანებულა. მიწისძრის ეპიტცენტრი სადგურიდან 90 კმ-ში მდებარეობდა.
დაზარალებულ რაიონებში "წითელმა ნახევარმთვარემ" მაშველები გააგზავნა. 
მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა ამოყვანას ცდილობენ.