დღეს, 10 აპრილს, საქართველო ქართულ-ჩეხურ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ფორუმს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გახსნის.
ბიზნესფორუმს ჩეხ ბიზნესმენებთან ერთად ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგიც დაესწრება.