სირიის, ალ ასალ ინ ალეპოს პროვინციაში გასულ თვეს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე, გაეროს წარმომადგენლებს გამოძიების უფლება არ ეძლევათ.
გაეროს ინსპექციის გუნდი კვიპროსში ქვეყანაში შესვლის ნებართვას ელოდება, რათა აღნიშნული ფაქტი სრულად იქნას გამოძიებული. თუმცა სახელმწიფო მედიის ცნობით, სირიას მხრიდან გაეროს წარმომადგენლებს ქვეყანაში გამოძიების უფლება არ მიეცემათ.
ამავდროულად, დამასკოს ცენტრში მანქანის აფეთქებას 15 ადამიანი ემსხერპლა, ხოლო რამდენიმე ათეული დაშავდა.